ჩემო ძვირფასებო! კვარაცხელიას გამორჩეული გვარის ტარება პატივია და უდიდესი პასუხისმგებლობაც! დიდება უფალს, რომ ეს გვარი ჩვენს წინაპარს არგუნა და თითოეული კვარაცხელია მას ღირსეულად ვატარებთ. უამრავი ლეგენდა არსებობს ჩვენი გვარის ისტორიის შესახებ. ზოგი მისაღებია, ზოგიც არა, ამიტომ ჩვენ ვგეგმავთ სპეციალისტების ხელშეწყობით მოვიძიოთ დოკუმენტები და დავადგინოთ ჭეშმარიტება.
გვიყვარს ყველა, ვინც ამ გვარს ატარებს და უფრთხილდება. წლების წინ ბატონმა გრამიტონ კვარაცხელიამ მოგვარეებთან ერთად შექმნა საგვარეულო კავშირი „გვარი და გვარიშვილობა". სამმა დამფუძნებელმა და გამგეობის წევრებმა უამრავი რამ გააკეთეს. მადლობას მოვახსენებთ მათ უანგაროდ გაწეული კეთილშობილური საქმიანობისათვის.
საგვარეულო კავშირმა გამოსცა წიგნი, დაიწერა თამარ მეფის ხატი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული და ყოველი წლის 31 მაისს კვარაცხელიები სამებაში ვიკრიბებით, ვესწრებით პარაკლისს, პატივს მივაგებთ ჩვენს წინაპრებს, სამშობლოსა და კვარაცხელიებს.
2016 წლის 15 იანვარს ბატონი გრამიტონი გარდაიცვალა. წლების განმავლობაში გარდაიცვალა გამგეობის რამოდენიმე წევრი და მეორე დამფუძნებელიც. სამწუხაროდ კავშირმა ფუნქციონირება შეწყვიტა, გავიდა რამოდენიმე წელი, კვარაცხელიებიც დავიფანტეთ. გული გვწყდებოდა, რომ გვარის კავშირმა ფუნქციონირება შეწყვიტა. დიდი ხნის ლოდინისა და ფიქრის შემდეგ შევიკრიბეთ კვარაცხელიები, შევქმენით საინიციატივო ჯგუფი, მოვამზადეთ წესდება და დავაფუძნეთ ახალი ააიპ „ჩვენ კვარაცხელიები", რადგან ჩვენ არ გვქონდა უფლება ძველი კავშირი აღგვედგინა.
2025 წლის 7 ივლისს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ რეგისტრაციაში გაატარა კავშირი „ჩვენ კვარაცხელიები" და ჩვენი უფლებამოსილება ცნო.
დანარჩენი თქვენზეა, ველოდებით თქვენგან ახალ და საინტერესო წინადადებებს.
მოგმართავთ ყველა კვარაცხელიას შემოგვიერთდით, ეს კავშირი შეიქმნა ჩვენი გვარის გაერთიანებისთვის, ერთად ვაკეთოთ დიდი საქმეები. გავაძლიეროთ ერთმაანეთი, უკეთ გავიცნოთ მოგვარეები და სხვებსაც გავაცნოთ ჩვენი სასახელო კვარაცხელიები.
საქველმოქმედო ნომერი:
შეგიძლიათ დარეკოთ ნებისმიერი მობილური ოპერატორიდან. ზარის ღირებულება 1 ლარი.
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი, ბანკის კოდი: BAGAGE22 ა/ა GE71BG0000000609567514
თიბისი ბანკი, ბანკის კოდი:TBCBGE22 ა/ა GE36TB7908136080100019
შემოსული თანხები გამგეობის გადაწყვეტილებით მიზნობრივად დაიხარჯება. გაკონტროლდება თითოეული თეთრი, რომელიც ჩაირიცხება კომპანიის ანგარიშზე.
კავშირის თავმჯდომარე: დარეჯან კვარაცხელია - 599 114 545
Email: info@thekvara.com
Email: kolkhetitv@gmail.com
საიტი: thekvara.com
P.S. კავშირს იურიდიულ კონსულტაციებს გაუწევს ცნობილი იურისტი ნუგზარ კვარაცხელია.
კავშირს ფინანსურ კონსულტაციებს გაუწევს ცნობილი ფინანსისტი ავთანდილ კვარაცხელია.