ვლადიმერ (ლადო) კვარაცხელია — ფილოლოგი ქართული ენისა და ლიტერატურის განხრით და პროგრამისტი. იგი რამდენიმე მასშტაბური მიმდინარე პროექტის ავტორი და ხელმძღვანელია, შპს „სმარტ ეი აი სისტემა“-ს დამფუძნებელი და დირექტორი.
მისი კომპანია ახორციელებს ინოვაციურ მუნიციპალურ პროექტებს — ციფრულ სერვისებს, რომლებიც მოქალაქესა და თვითმმართველობას აახლოებს. კვარაცხელიების საგვარეულო კავშირის ეს ვებგვერდიც ლადოს შექმნილია.
პროექტები
- Smart AI System — კომპანია, რომელიც ქმნის ციფრულ პლატფორმებს მუნიციპალიტეტებისა და ორგანიზაციებისთვის (sais.ge).
- Smart Zugdidi — ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ციფრული სერვისების პლატფორმა მოქალაქეებისა და მუნიციპალური სამსახურებისთვის.
- AImartva — მართვის მოწმობის გამოცდისთვის მოსამზადებელი სასწავლო პლატფორმა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით (aimartva.com).
- Art Kolkhi — ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის ვებგვერდი (artkolkhi.com).
- thekvara.com — კვარაცხელიების საგვარეულო კავშირის ვებგვერდი.
